ქართული ფორუმი

Amor Eterno Amor - მარადიული სიყვარული

View previous topic View next topic Go down

Amor Eterno Amor - მარადიული სიყვარული

Post by televisa on Mon Jan 06, 2014 7:20 am

მარადიული სიყვარული" – ელიზაბეტ ჟილის მორიგი ნოველა.
ელიზაბეტ ჟილი როგორც – ორიგინალური ავტორი გლობოში 2004 წლიდან მუშაობს (თუმცა ის როგორც სცენარის ავტორის დამხმარე გლობოში – 1991 წლიდან მუშაობს. 
მისი ნოველები ყოველთვის გამოირჩევა – დრამისა და მისტიკის უჩვეულო კავშირით. ალბათ ამიტომ არის რომ 18:00 საათიან ეთერში (რომელიც სწორედ დრამის და მისტკისი ჟანრობრივ დროდ ითვლება) ელიზაბეტი ნელ–ნელა იმკვიდრებს თავს. მისი პირველი ნოველა – "ყველაფერი დაიწყე თვიდან" ეთერში 19:00 საათიან ეთერში გავიდა, თუმცა ეს მისი ამ დროისთვის პირველი და უკანასკნელი ნოველა იყო ამ დროს. მან 2007 წელს სერიალით – "მარადიული მაგია" ადგილი დაიმკვიდრა 18:00 საათიან საეთერო ბადეში. 2010 წელს გლობოს ეკრანზე გამოვიდა მისი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული სერიალი – "ვარსკვლავზე დაწერილები". 
5 მარტს კი შედგა სერიალის – "მარადიული სიიყვარული" – პრემიერა. ელიზაბეტის ნოველებს ჟანრობრივად ხშირად ადარებენ 1994 წელს გადაღებულ გლობოს სერიალს – "მოგზაურობა", რომელიც ელიზაბეტის თქმით ლაიტმოტივად გასდევს მის თითოეულ ნოველას. 

მსახიობი ირენე რევაშე ემი ინტერნაციონალზე წარდგენილი იყო ნომინაციაში – "საუკეთესო მსახიობი ქალი" – სწორედ ჟილის სერიალიდან "მარადიული მაგია".

რაც შეეხება "მრადიულ სიყვარულს" სერიალი შედგება 2 ფაზისაგან რომელიც იწყება – 1990–იან წლებში (პირველი ფაზა სავარაუდოდ 4–5 სერია გაგრძელდება) ხოლო მეორე ფაზა უკვე შვენს დროში 20 წლის შემდეგ ვითარდება.
აღსანიშნავია რომ ისევე როგორც გლობოს თითქმის ყველა სერიალი ეს ნოველაც ნატურაზეა გადაღბული ყოველგვარი პავილიონები გარეთ.

სიუჟტის მოკლე აღწერა:

10 წლის კარლოსი ბოროტი მამინაცვლის გამო მიატოვებს სახლს და გაქცევა იმ დამცირებას რასაც ოჯახში განიცდის. ის სატვირთოს მძღოლს შეხვდება რომელიც წაიყვანს კუნძულზე, რომელსაც ეწოდება – მარაჟო და გაასაღებს როგორც საკუთრი ვაჟს. 
გავიდა წლები, კარლოსი რომელიც ახლა უკვე როდრიგო გახდა ჩამოყალიბდა მიმზიდველ მამაკაცად, ის დიდი პატივისცემით სარგებლობს და ეძახიან – ბარონს. ის განიცდის ლტოლვას ადგილობრივი მოვაჭრის ქალიშვილის – ვალერიას მიმართ. 
თუმცა კარლოსს არ დავიწყებია გოგონა რომელიც უყვარდა სახლიდან გაქცევამდე, ეს არის – ელისა, მათ ფიცი დადეს რომ ისინი იქნებოდნენ ერთად როდესაც გაიზრდებოდნენ. თუმცა ამ დაშორების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, გავა დრო და ბედისწერა მათ გზებს ისევ გადაკვეთს. მაგრამ მათი ცხოვრება აღარ გავს იმ ბავშვობის ოცნებებს. 
ვერბენა ბორჟესი, რომელიც კარლოსის დედაა ამ 20 წელი დაუღალავად ეძებდა საკუთრ შვილს და ის გადავიდა რიო დე ჟანეიროში, ცოლად გაყვა მდიდარ ბიზნესმენს და მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა მდიდარი ქვრივი, რომელიც 20 წელია დეპრესიაშია რაც მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მისი მემკვიდრეობით დაინტერესებულნი არიან მისი და მელისა, ძმა და დის–შვილი. რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ბორჟესის ფულების ხელში ჩაგდებას. შვილის ძებნაში მას ეხლარება მისი ექიმის ქალისვილი კლარა რომელიც ტელეპატიის ნიჭით არის დაჯილდოებული და ჟურნალისტი მირიამი.
ნაცნობი სიუჟტი, მაგრამ გემოვნებიანად გაკეთებული სერიალი, რომელიც მხოლოდ ერთ რამისკენ არის მიმართული, სიამოვნება მიანიჭოს მაყურებელს. 

televisa

Posts : 96
Join date : 03.01.14

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum