ქართული ფორუმი

Aquele Beijo - ეს კოცნა

View previous topic View next topic Go down

Aquele Beijo - ეს კოცნა

Post by televisa on Mon Jan 06, 2014 7:15 am

სერიალს - "ეს კოცნა" ბრაზილიური კომპანია გლობო ამჟამად იღებს, შესაბამისად სერიების რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის.
სერიალის პრემიერა შედგა 2011 წლის 17 ოქტომბერს და ჩაანაცვლა სერიალი - "უკბინე და შეუბერე" (Morde & Assopra). 
ეს არის რომანტიული კომედია, რომელშიც გლობოს არაერთი წამყვანი მსახიობი თამაშობს, მათ შორის - ჯოვანა ანტონელი, მარილია პერა, კლაუდია ხიმენესი, ნივეა მარია და ა.შ

სერიალის გადაღება მიმდინარეობს - კოლუმბიაში (კარტახენა), საფრანგეთსა(პარიზი) და ბრაზილიაში (რიო დე ჟანეირო) 

[b]სერიალის ჩვენება ბრაზილიაში წარმატებულად მიმდინარეობს, ამას ადასრუტებს ისიც, რომ გაყიდვაში გამოვიდა ფრჩხილის ლაქი, რომელიც სერიალის ლოგოთია გაფორმებული
[/b]
[b][b]რამდენიმე საინტერესო ფაქტი

თვდაპირველად სერიალში პერსონაჟ სარიტას როლი უნდა შეესრულებინა ტაის არაუჟოს, თუმცა მან უარი განაცხადა როლზე და მისი ადგილი დაიკავა შერონ მენეზესმა. 

ტაის არაუჟო


შერონ მენეზესი


ამავე როლზე განიხილებოდა ლეილა მორენოს კანდიდატურა, თუმცა საბოლოო ჯამში მან სერიალში - გრეის კელის როლი მიიღო

ლეილა მორენო



ედსონ სელულარსა და ბეტი ლაგოს უნდა შეესრულებინათ სერიალში - ალბერტოსა და მარუშკას როლი

ედსონ სელულარი

ბეტი ლაგო


თუმცა ეს როლი - ჰერსონ კაპრიმ და მარილია პერამ მიიღეს

ჰერსონ კაპრი


მარილია პერა


კრიტიკოსებმა სერიალის სცენარის ავტორი მიგელ ფალაბელა გააკრიტიკეს იმის გამო რომ სერიალში შეიმჩნევა მექსიკური ტელენოველის ელემენტები (რაშიც იგულისხმება ბანალური ეპიზოდები) მაგალითად კი ჟაკლინ ლოურენსის პერსონაჟი მირტა მოიყვანეს. რომელიც სერიალში მარილია პერას დედის როლს ასრულებს და მისი იმიჯი ძალიან გავს მექსიკური სერიალის - "მგლის აკვანის" პერსონაჟის კატალინა კრეელის პერსონაჟს. 

ჟაკლინ ლოურენსის - მირტა 



მარია რუბიო - კატალინა კრეელი


ამ კრიტიკაზე საპასუხოდ მიგელ ფალაბელამ განაცხადა - "მე მომწონს მექსიკური ტელენოველები, მინდოდა რომ რომანში შემეტანა ე.წ მექსიკური ტელენოველის ელემენტები, ეს უბრალოდ ხუმრობაა, გასაკვირი არ არის რომ ჟაკლინ ლოურენსის პერსონაჟი სათავეს იღებს მექსიკური ტელენოველიდან, მაგრამ ის მას მხოლოდ იმიჯით ჰგავს. თანაც მირტა "თვალს" იცვლის იმის მიხედვით თუ რა აცვია, ეს ძალიან სახალისოა. ის არის ერთგვარი შარჟი მექსიკური ტელენოველებისა, რომელიც ამბობს - "მე ვხედავ გზას, მე მსოფლიოს ერთი თვალით ვუყურებ"

სერიალში რამდენიმე ეპიზოდში მონაწილეობას იღებს კოლუმბიელი მსაიხიობი მანოლო კარდონა. რომელიც კოლუმბიაში გადაღებებისას პარტნიორობას უწევდა გრაზი მასაფერას.

მანოლო კარდონა 



მანოლო კარდონა - "ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ოდესმე ბრაზილიურ ტელენოველაში გადამიღებდნენ, ეს დიდი გამოცდილებაა. ყველა ლათინოსი მსახიობის ოცნებაა გლობოს კულისებში შეჭყიტვა, რადგან ეს არის დიდი სკოლა მსახიობებისთვის. 
მე მივიღე დიდი გამოცდილება, ვითამაშე ისეთ მსახიობთან ერთად როგორიც ჯოვანა ანტონელია, ეს ხომ საოცრებაა. ის ბევრი მსახიობის მისაბაძი მაგალითია. 




სერიალის სლოგანია - კოცნა ყველაფერს ცვლის

[/b][/b]
წლის ტელექორწილი "გლობოზე"



რომატიკის, დრამისა და კომედიის 155 სერია, ტელენოველა "ეს კოცნა" სადაც მთავარ როლს ჯოვანა ანტონელი ასრულებს დასრულდა. საერთო ჯამში მისი რეიტინგი 26, 6 ქულით განისაზღვრა რაც 19:00 საათიანი ნოველისთვის დამაკმაყოფილებელია. თუმცა ამ შემთხვევაში აქ სერიალის რეიტინგზე საუბარს არ ვაპირებ. 
"ეს კოცნა" ქორწილით დასრულდა, თუმცა ეს არ იყო უბრალოდ ქორწილი, მთელი ბრაზილია მეორე დღეს ალაპარაკდა წლის ტელქორწილზე, რომლის გადაღებაც 2 მილიონი დოლარი დაჯდა, კაბა, რომელიც პატარძალს (ჯოვანა ანტონელის) ეცვა 150 000 დოლარად იყო შეფასებული. საპატარძლო კაბა რომელიც მსახიობს აცვია ხელით არის შემქნილი და მის შექმნას 3 კვირა დასჭირდა. 




სერიალის ფინალურ ეპიზოდში არის სცენა სადაც ანტონელის პერსონაჟი კლაუდია კაბებს ისინჯავს, თითოეული კაბის ფასი კი 100 000 დოლარს არ სცილდება. 




სერიალს, 16 აპრილიდან შეცვლის ახალი ტელენოველა - "სრული მომხიბვლელობა", სადაც როლებს - ტაის არაუჟო, ლეანდრა ლეალი, ისაბელ დრუმონდი, კალუდია რაია, არასი ბალაბანიანი, რიკარდო ტოზი და სხვა მსახიობებია ასრულებენ.



televisa

Posts : 96
Join date : 03.01.14

View user profile

Back to top Go down

Re: Aquele Beijo - ეს კოცნა

Post by televisa on Mon Jan 06, 2014 7:17 am


televisa

Posts : 96
Join date : 03.01.14

View user profile

Back to top Go down

Re: Aquele Beijo - ეს კოცნა

Post by televisa on Mon Jan 06, 2014 7:19 am














televisa

Posts : 96
Join date : 03.01.14

View user profile

Back to top Go down

Re: Aquele Beijo - ეს კოცნა

Post by Sponsored content Today at 3:31 pm


Sponsored content


Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum