ქართული ფორუმი

Cordel Encantado - შთამბეჭდავი ისტორია

View previous topic View next topic Go down

Cordel Encantado - შთამბეჭდავი ისტორია

Post by televisa on Mon Jan 06, 2014 7:08 am





რემიერა შედგა 2011 წლის აპრილში.სცენარი ეკუთვნის Duca Rachid და Thelma Guedes, რეჟისორია Ricardo Waddington.
კოსტუმირებული, ისტორიული 6 საათიანი ნოველა, გადაღებები საფრანგეთში მიმდინარეობდა და საბოლოო ჯამში სერიალის გადაღება 25 მილიონს მიუკაკუნა. აღსანიშნავია ისიც, რომ სერიალი სანამ ეთერში გავიდოდა მისი ჩვენების უფლება ნაყიდი ჰქონდათ - საფრანგეთს, ინგლისს და იტალიას.

სერიალის ტრეილერი



სიუჟეტი ასე იწყება:
აფრანგეთის ახალგაზრდა მეფე აუგუსტო(კარმო დელა ვეჩია) და დედოფალი ქრისტინა(აილინ მორაეში) პატარა გოგონა ავრორასთან ერთად მოგზაურობენ ბრაზილიაში, მოქმედება იწყება 20 საუკუნის დამდეგს. მატარებელში ქრისტინა და მისი პატარა შვილი აღმოჩნდებიან ჰერცოგინია ურსულას(დებორა ბლოკი) მიერ ორგანიზებული ჩასაფრებული ბანდის მძევლები. ამის შედეგად ქრისტინა იღუპება, ხოლო ავრორა სასწაულებრივად გადარჩება, მას იშვილებს ღარიბი გლეხის ოჯახი და სახელად დაარქმევენ ასუსენას. მეფე დარდობს, მას გონია რომ მისი შვილი და მეუღლე ერთად დაიუპნენ..
ამასობაში ავრორა(ბიანკა ბინი) გაიზარდა,მან არ იცის თავისი წარმომავლობა და ჰგონია, რომ უბრალო ფერმერის შვილია, შეუყვარდება მისი მეზობელია მამაცი ჟეზუინიო(კაუა რეიმონდი), რომელმაც ასევე არ იცის, ვინ არის მამამისი, დედამისს ბენვინდას (კლაუდია ოჰანა) ეშინია შვილის დაკარგვის და ამიტომ ცდილობს დაუმალოს მას, რომ სინამდველეში მამამისი ჰერკულანო(დომინგოს მონტაგნერი),იმ ქალაქის ყველაზე საშინელი ბოროტმოქმედია.შემდგომში ეს ბოროტმოქმედი ცდილობს შვილის ჩათრევას თავის ბნელ საქმეებში. და ამ მოვლენების პარალელურად განვითარდება ფრანგი პრინცესას და ყაჩაღების მემკვიდრის სიყვარული.

televisa

Posts : 96
Join date : 03.01.14

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum