ქართული ფორუმი

SANGUE BOM / კარგი სისხლი

View previous topic View next topic Go down

SANGUE BOM / კარგი სისხლი

Post by televisa on Sun Jan 05, 2014 1:13 am

  seriali dzan axalgazrdulia martlac umagresi seriali me pirada nayurebi var am serialze  clown  cat  rendeer  rendeer     Sangue Bom არის Rede Globo-ს ახალი სერიალი, რომელიც 2013 წლის 29 აპრილიდან გადის ეთერში. მან Guerra dos Sexos ჩაანაცვლა. ისტორია იწყება მაშინ, როდესაც სან პაულოში ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი საზოგადოების წარმომადგენლების   გზები იკვეთება. ამორა (Sophie Charlotte), ბენტუ(Marco Pigossi), და ფაბინიო (Humberto Carrão) ბავშობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. ისინი ჟილსონის (Daniel Dantas) და სალმას (Louise Cardoso), სახლში იზრდებოდნენ, სან პაულოს ღარიბ უბანში. ამორა ძმამ მიატოვა ქუჩაში, როდესაც ჟილსონმა და სალმამ იპოვეს და სახლში წაიყვანეს., ამ დღიდან ერთი წლის შემდეგ ამორა მდიდარი მსახიობმა,ბარბარა ელენმა (Giulia Gam), ფაბინიო საშუალო კლასის ოჯახმა, ბენტუ კი არავის უშვილებია, ის თავის ბავშობის ქუჩაზე გაიზარდა, დააარსა ყვავილების კოოპერატივი ”ყვითელი აკაცია”, თავის ბავშობის მეგობართან, ჯიანესთან (Isabelle Drummond). ფაბინიო ოჯახის გაღარიბების შემდეგ მან გადაწყვიტა ბიოლოგიური მშობლების პოვნა და ფულისა და პოპულარობის მოხვეჭა ყველაფრის ფასად.
ამორა გაიზარდა ფუფუნებაში, მსახიობ ბარბარა ელენის, მისი ქმრის, პლინიო კამპანას (Herson Capri) და მათი საერთო ბიოლოგიური შვილი, მალუს (Fernanda Vasconcellos) გვერდით. ბარბარამ წლების განმავლობაში არაერთი ქმარი გამოიცვალა და კიდევ 3 ბავშვი იშვილა: ლუზი (Aline Dias), კევინი (Marcus Rigonatti) და დოროტი (Ayumi Irie) ბარბარა ბავშვების აყვანით პოპულარობის გაზრდას ცდილობდა, თუმცა იმ დროს, როდესაც ჩვენი ისტორია იწყება, ბარბარა ელენისგან მხოლოდ სახელია დარჩენილი, მას აღარავინ ათამაშებს ფილმებში. ოჯახში ვარსკვლავი ახლა ამორაა, მოდელი, ტელეწამყვანი, ჭირვეული, გჰანებივრებული და ფეხსაცმელებზე შეყვარებული. მალუ მისგან მთლიანად განსხვავდება, ის ახლა სოციალური ასისტენტია და პატარა ბავშვებთან მუშაობს. ის წლებია შეყვარებულია თავისი დის საქმროზე, მაურისიოზე (Jayme Matarazzo). ამორა და ბენტუ ბავშობიდან იყვნენ შეყვარებულები ერთმანეთზე, თუმცა მათი შეხვედრა ისეთი არაა, როგორიც მათ წარმოედგინათ. ბენტუ იმედგაცრუებულია ახალი, ზედაპირული ამორას გაცნობით, რომელიც მისი ბავშობის სიყვარულს აღარაფრით გავს, მალუ და ბენტუ მეგობრები ხდებიან, ამის პარალელურად მალუ თავის გრძნობებში უტყდება მაურისიოს, ასე იკვრება სასიყვარულო ოთხკუთხედი.
ჟილსონი და სალმა არიან "Cantaí"-ს, პოპულარული ბარის მეპატრონეები, სადაც მუშაობსროსიმერი (Malu Mader), შრომისმოყვარე ქალი, რომელმაც მარტო გაზარდა შვილი ისე, რომ ბავშვის მამამ არც კი იცოდა ბავშვის არსებობის შესახებ. როსიმარი დღემდე შეყვარებულია თავისი შვილის მამაზე, პერასიოზე (Felipe Camargo), რომელსაც ახლა ცოლ-შვილი ყავს.
ჟილსონს და სელმას შვილი, ეროკო (Armando Babaioff) და რენატა (Regiane Alves) დანიშნულები არიან. რენატა მუშაობს ვერონიკა ვასკესის (Letícia Sabatella) ფირმაში "Para Sempre", სადაც ქორწილების ორგანიზებაზე ზრუნავენ.
ვერონიკა ძლიერი და ელეგანტური ქალია, რომელმაც უარი თქვა თავის ოცნებაზე გამხდარიყო მომღერალი, როდესაც ცოლად გაჰყვა ნატან ვასკესს (Bruno Garcia), სარეკლამო სააგენტო "Class Midia"-ს მეპატრონეს.ნატანი და ვერონიკა მაურისიოს მშობლები არიან. ვერონიკა ბედნიერია ქმრიას გვერდით. ბედნიერია ნატანიც ცოლთან და რამოდენიმე საყვარელთან, მათ შორის ბარბარა ელენთან ერთად, იმ დღემდე, სანამ ვერონიკა ქმარს სწორედ ბარბარასთან ერთად არ შეუსწრებს.

ტინას
 (Ingrid Guimarães) ცხოვრება ენგრევა, როდესაც საქმრო, ვიტინიო (Rodrigo Lopez), ქორწილის დღეს ტოვებს. ვიტინიოს ასეთი ქცევა წლების წინანდელიუ ტრამვის შედეგია, როდესაც სწორედ ასე მიატოვა ის ბარბარა ელენმა. ტინა მზადაა მთელი ცხოვრება ბარბარაზე შურისძიებას შეალიოს, თუმცა ტინას ეს გადაწყვეტილება სირთულეებს არა მარტო ბარბარას, არამედ მთელ მის ოჯახს მოუტანს.

Marco Pigossi.......................................Bento de Jesus
Sophie Charlotte..................................Amora CampanA
Fernanda Vasconcellos.........................Maria Luísa Campana (Malu)
Humberto Carrão.................................Fábio Queiroz (Fabinho)
Jayme Matarazzo................................Maurício Vasquez
Isabelle Drummond..............................Giane de Souza
Giulia Gam...........................................Bárbara Ellen 
Ingrid Guimarães..................................Albertina Leão (Tina)
Bruno Garcia........................................Natan Vasquez 
Letícia Sabatella....................................Verônica Vasquez
Malu Mader...........................................Rosemere Moreira 
Herson Capri.........................................Plínio Campana 
Deborah Evelyn.....................................Irene Fiori (Rita de Cássia) 
Marisa Orth...........................................Damáris Carmim
Regiane Alves........................................Renata Moretti
Marco Ricca..........................................Wilson Rabelo
Felipe Camargo.....................................Perácio Pais
Mayana Neiva.......................................Charlene
Leticia Isnard.........................................Brenda Pais
Armando Babaioff.................................Érico Rabelo
Yoná Magalhães...................................Glória Pais
Rômulo Neto........................................Tito Rabelo
Maria Helena Chira................................Lara Keller
Rodrigo Lopez......................................Vitinho Barata
Thaila Ayala..........................................Camila Lancaster
Louise Cardoso.....................................Salma Rabelo
Daniel Dantas........................................Gilson Rabelo
Joaquim Lopes......................................Lucindo Lago
Ellen Rocche..........................................Brunnetý (Mulher Mangaba)
Fafy Siqueira.........................................Maria das Dores (Madá)
Carolinie...............................................Júlia Oliver 
და ა.შ.




sseria

televisa

Posts : 96
Join date : 03.01.14

View user profile

Back to top Go down

Re: SANGUE BOM / კარგი სისხლი

Post by televisa on Sun Jan 05, 2014 1:13 am


televisa

Posts : 96
Join date : 03.01.14

View user profile

Back to top Go down

Re: SANGUE BOM / კარგი სისხლი

Post by televisa on Sun Jan 05, 2014 1:14 am


televisa

Posts : 96
Join date : 03.01.14

View user profile

Back to top Go down

Re: SANGUE BOM / კარგი სისხლი

Post by serenaylove on Sun Jan 05, 2014 1:32 am

me ar momwons globos serialebi erti momwonda marto da arvici es seriali rogori iqneba

serenaylove

Posts : 277
Join date : 14.12.13

View user profile

Back to top Go down

Re: SANGUE BOM / კარგი სისხლი

Post by Sponsored content Today at 3:27 pm


Sponsored content


Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum