ქართული ფორუმი

გაბის ბიოგრაფია <3

View previous topic View next topic Go down

მოგწონთ გაბის ბიოგრაფია?

ძალიან
 
კი
 
არა
 
 
 
View results

გაბის ბიოგრაფია <3

Post by fan-ana brenda on Sun Dec 22, 2013 1:21 am


მარია გაბრიელა "გაბი" ესპინო რუგერო 1977 წლის 15 ნოემბერს დაიბადა კარაკასში, ვენესუელაში, ოთხშვილიან ოჯახში. გაბი ყველაზე უფროსი იყო. მშობლები მალე გაიყარნენ და ახალი ოჯახები შექმნეს. გაბის ორი ძმა მამასთან დარჩა საცხოვრებლად, გაბრიელა და მისი და კი - დედასთან.




ბავშვობაში გაბის ძალიან უნდოდა ცხოველების ყოლა, საერთოდაც, ვეტერინარობაზე ოცნებობდა. მერე ჩააბარა კიდეც სპეციალობით და ექიმობას ეუფლებოდა, მაგრამ ძალიან მალე მიხვდა, ეს მისი საქმე არ იყო - ძალიან ბევრ მსხვერპლს ითხოვდა მისგან ეს პროფესია.



გაბი ამბობს, რომ არასდროს უფიქრია ტელევიზიაში მუშაობაზე და არც ყურადღების მიპყრობას ცდილობდა ოდესმე. 17 წლისა საბავშვო პროგრამის კასტინგზე მოხვდა და უამრავ პრეტენდენტს შორის სწორედ ის აარჩიეს. თითქმის ცხრა თვე დადიოდა სამსახიობო ოსტატობის კურსებზე, ცეკვას, სიმღერას სწავლობდა. მერე ორი წელი გადაღებები მიმდინარეობდა, მაგრამ გაბის ეს დიდად არ მოსწონდა - გადაღებაზე ყოველდღიურად 500 ბავშვი დადიოდა და საკმაოდ დამღლელი პროცესი იყო. სწორედ ამის შემდეგ ცდილობდა ექიმობას, მაგრამ ბედმა ისევ ტელევიზიაში მიიყვანა და გაბი სამსახიობო საქმეს მიჰყვა. მშვენიერი გარეგნობის წყალობით რამდენიმე სერიალში ადვილად მიიღო როლი, თუმცა თვითონ არასდროს იყო კმაყოფილი, როცა გადაღებულ მასალას ხედავდა.



ერთხელაც ოჯახთან ერთად მაიამიში გაემგზავრა, დასასვენებლად. იქ გაიგო, რომ ტელენოველაში "შეყვარებული" მონაწილეობის მისაღებად კასტინგი იყო გამოცხადებული. გაბიმ კასტინგიც გაიარა და სერიოზულ კონტრაქტსაც გამოჰკრა ხელი. საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოვიდა - ეს სხვა ქვეყანაში მუშაობის პირველი გამოცდილება იყო და სხვადასხვა ეროვნების მსახიობებთან მოუხდა მუშაობა. გადაღებების შემდეგ გაბრიელა ვენესუელაში დაბრუნდა, კიდევ უფრო სერიოზულად დაეუფლა სამსახიობო ხელოვნებას და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ სამსახიობო კარიერაზე ეზრუნა.



წარმატებას უამრავი წინადადება მოჰყვა. იწვევდნენ პერუსა და მექსიკაში, თუმცა ვენესუელაში არჩია მუშაობა და მისი ტელენოველების უმრავლესობა სწორედ ვენესუელურია.



ლამაზი გარეგნობის წყალობით გაბის ხშირად იწვევენ ცნობილი ჟურნალების ფოტოსესიებზე, მშობლიურ ვენესუელასა და ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად მიიჩნევა.

თუმცა ამ სექსუალურ ქალბატონს უკვე "პატრონი" ჰყავს - 2008 წელს გაბი მსახიობ კრისტობალ ლანდერს გაჰყვა ცოლად. წყვილს უკვე შვილიც ჰყავს - ქალიშვილი ორიანა ლანდერ ესპინო.

ორიანა,გაბი და კრისტობალი









კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატებული მსახიობის ერთადერთი ოცნება დიდ კინოსა და თეატრში აქტიური მოღვაწეობაა. ერთხელ თეატრალურ წარმოდგენაშიც ითამაშა ცნობილ მსახიობ კარმენ ხულია ალვარესთან ერთად და მას მერე "დაავადდა" თეატრით: "ეს ისეთი ადრენალინი იყო, კინაღამ ინფაქტი დამემართა.




გაბის ყველაზე გახმაურებული ტელენოველაა ''ანხელის საიდუმლო'' სერიალში მას პარტნიორობა გაუწია ხენკარლოს კანელა. ამ ნოველაში გაბიმ და ხენკარლოსმა შექმნეს განსაკუთრებული წყვილი ანხელი და მანუელა. ეს წყვილი დღემდე უამრავ გამოკითხვაში ლიდერობს.



კომპანია ''ტელემუნდო''-ს მიერ ჩატარებულ გამოკიტხვაში ''საუკეთესო მსახიობი ქალი'' დასახელდა გაბი ესპინო სერიალიდან ანხელის საიდუმლო







გაბიმ ურტიერტობა გააბა პარტიორ ჯენკარლოს კანელასთან ისინი მათ ურტიერთობას მალავდნენ მაგრამ სოციალური ქსელის თვითერის საშუალებით გამოაცხადეს რომ მათ პირველ ბავშვს ელოდებოდნენ ისინი ახლა ბედნიერად ცხოვრობენ









გაბი ძალიან წარმატებულია თავის კარიერაში
პრიზები
​​2000 წელს საუკეთესო წამყვანი მსახიობი ქალი სერიალიდან"enamorada"



2000 წელს ვენესუელის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი სერიალიდან"enamorada"




2000 წელს ნიუ იორკის ქალის სახე




2000 საუკეთესო წამყვანი მსახიობი ქალი საგარეო(ვერ მივხვდი)სერიალიდან "enamorada"




2001 წელს მსახიობი დებიუტანტი




2001 წამყვანი მსახიობი ქალი




2003 წელს გახდა მსაახიობი ვენესუელელი ყველაზე ცნობილი სერიალიდან "rebeca"




2009 წელს გაბი ჯილდო მიიღო ნომინაციაში ესპანეთის საუკეთესო მსახიობი ქალი სერიალიდან"mas sabe el diablo"




2009 წელს ტელემუნდოს საუკეთესო წამყვანი მსახიობი ქალი სერიალიდან "mas sabe el diablo"




2011 წელს ასევე ტელემუნდოს ნოველების პრემიაზე დასახელდა საუკეთესო მსახიობ ქალად სერიალიდან"mas sabe el diablo"




2010 წელს დასახელდა 50 ყველაზე ლამაზი




2012 წელს დასახელდა 50 ყველაზე ლამაზი




2013 წელს დასახელდა 50 ყველაზე ლამაზი




  • ის 2013 წელს Wandel wall გამოკითხვაში გამიარჯვა როგორც ყველაზე კარგი სხეული 2013


fan-ana brenda

prizebi : mi princesaa

Posts : 176
Join date : 14.12.13

View user profile

Back to top Go down

Re: გაბის ბიოგრაფია <3

Post by fan-ana brenda on Sun Dec 22, 2013 1:40 am

გაბი ესპინო ყოველ წელს იღებს მნაწილეობას Tu mundo-ს გამოკითხვებში წელს გაბიმ აიღო პრიზი  I’m Sexy and I Know It და  Favorite Award of the Night 

fan-ana brenda

prizebi : mi princesaa

Posts : 176
Join date : 14.12.13

View user profile

Back to top Go down

Re: გაბის ბიოგრაფია <3

Post by fan-ana brenda on Sun Dec 22, 2013 1:46 am

loss 50 mas bellos 2012

fan-ana brenda

prizebi : mi princesaa

Posts : 176
Join date : 14.12.13

View user profile

Back to top Go down

Re: გაბის ბიოგრაფია <3

Post by fan-ana brenda on Sun Dec 22, 2013 1:57 am

los 5 mas bellos 2013

fan-ana brenda

prizebi : mi princesaa

Posts : 176
Join date : 14.12.13

View user profile

Back to top Go down

Re: გაბის ბიოგრაფია <3

Post by fan-ana brenda on Sun Dec 22, 2013 1:57 am


fan-ana brenda

prizebi : mi princesaa

Posts : 176
Join date : 14.12.13

View user profile

Back to top Go down

Re: გაბის ბიოგრაფია <3

Post by fan-ana brenda on Sun Dec 22, 2013 2:03 am


fan-ana brenda

prizebi : mi princesaa

Posts : 176
Join date : 14.12.13

View user profile

Back to top Go down

Re: გაბის ბიოგრაფია <3

Post by fan-ana brenda on Sun Dec 22, 2013 2:32 am

გაბიმ ასევე ჯილდო აიღო 2013 წელს "ღვთაება და ადამიანური ქალები" ანუ "mijeres divinas humanas"კონკურსი ჩატარდა 23 აპრილს მაიამიში ფლორიდაში საღამოს 18 გამოწყობილი ქალი მობრძანდა ეს 18 ადამიანი შეირჩა  ჟურნალ TVyNovelas USA-თვის აქ განიხილებოდნენ არა მხოლოდ ლამაზი არამედ წარმატებული და კამერების უკან როგორები იყვნენ. გაბიმ კი ჯილდო მიიღო


fan-ana brenda

prizebi : mi princesaa

Posts : 176
Join date : 14.12.13

View user profile

Back to top Go down

Re: გაბის ბიოგრაფია <3

Post by serenaylove on Mon Dec 23, 2013 2:41 am

ძაან მაგარი ქალია

serenaylove

Posts : 277
Join date : 14.12.13

View user profile

Back to top Go down

Re: გაბის ბიოგრაფია <3

Post by fan-ana brenda on Mon Dec 23, 2013 3:53 am

serenaylove wrote:ძაან მაგარი ქალია
ხოოოო

fan-ana brenda

prizebi : mi princesaa

Posts : 176
Join date : 14.12.13

View user profile

Back to top Go down

Re: გაბის ბიოგრაფია <3

Post by Sponsored content Today at 4:46 am


Sponsored content


Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum