ქართული ფორუმი

FC BARCELONA

View previous topic View next topic Go down

FC BARCELONA

Post by Bracamontes on Thu May 05, 2011 11:51 pm

ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით ბარსელონა ერთ-ერთი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის მათთვის ვინც არ იცის ის ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალშია..ახლა გადავწყვიტე გავუხსნა ერთი გვერდი მაინც ამ შესანიშნავ გუნდს..

Bracamontes

prizebi :
Posts : 160
Join date : 05.05.11
Age : 20

View user profile

Back to top Go down

Re: FC BARCELONA

Post by Bracamontes on Thu May 05, 2011 11:52 pm

ALBAt AM ADAMIANS GAMOCXADEBA AR SCHIRDEBA





ვიქტორ ვალდესმა თავისი საფეხბურთო კარიერა “ბარსელონას” ახალგაზრდულ
კლუბში დაიწყო, სადაც იგი 1992 წლის 1 ივნისს მივიდა. მაგრამ, იმავე წლის
სექტემბერში იგი ოჯახთან ერთად ტენერიფეში გადავიდა საცხოვრებლად და კლუბიც
დატოვა, რომელსაც მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაუბრუნდა. დაბრუნების შემდეგ
მან მოახერხა სწრაფად მიეღწია სპორტული წარმატებებისათვის. 2002–03 წლებშ
ვალდესი “ბარსელონას” პირველ გუნდში არგენტინელი მეკარის, რობერტო ბონანოს
დუბლიორი იყო. თუმცა, არგენტინელის არადამაჯერებელმა თამაშმა და კლუბშ
რადომირ ანტიჩის მოსვლამ, ვალდესს “ბარსელონას” კარში ადგილი მყარად
დაუმკვიდრა.
2003–04 წლების სეზონში ვალდესი კლუბის ნომერ პირველ მეკარედ იქცა
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა შეიძინეს თურქი რუშთუ რექბერი,
რომელსაც საკუთარ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ბრიჯაოს მედალი
ჰქონდა მოგებული. 2004–05 წლების სეზონშ ვალდესმა ესპანეთის ჩემპიონატში
თითქმის ყველა მატჩი ითამაშა და გუნდს დაეხმარა ბოლო ექვსი წლის
განმავლობაში პირველად მოეგო ქვეყნის პირველობა. მან ამ წელს ასევე მიიღო
სამორას ჯილდო, რომელსაც იმსახურებს ის მეკარე, რომელიც ჩემპიონატში
ყველაზე ნაკლებ გოლს გაუშვებს.
2005–06 წლების სეზონი ვალდესისთვის, ისევე როგორც “ბარსელონასთვის”,
ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. ვალდესმა კვლავ თითქმის ყველა მატჩში მიიღო
მონაწილეობა და გუნდს დაეხმარა ზედიზედ მეორედ მოეპოვებინა ესპანეთის
საუკეთესო კლუბის ტიტული. მან ასევე ორჯერ იხსნა გუნდი ჩემიონთა ლიგის
ფინალში ტიერი ანრის მიერ სახიფათოდ დარტყმული ბურთების შემდეგ. პარიზის
ფინალში ნაჩვენები თამაშის შემდეგ ვალდესმა კლუბის მწვრთნელის, ფრანკ
რაიკაარდისგან ძალზე თბილი სიტყვები დაიმსახურა. სამორას ტიტულის
მაძიებელთა შორის კი მან ამჯერად მესამე ადგილი დაიკავა ხოსე მანუელ პინტოს
(ამჟამად მისი დუბლიორის) და სანტიაგო კანისარესის შემდეგ.
ვალდესი დღესაც “ბარსელონას” ნომერ პირველ მეკარედ ითვლება და ესპანეთის
ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.



რეკორდები
2007 წლის 17 ივნისს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ვალდესმა
გაიმეორა “ბარსელონას” მეკარეების რეკორდი, რომელიც თავის დროზე
ლეგენდარულმა ანდონი სუბისარეტამ დაამყარა. დღეისათვის მხოლოდ ვალდესი და
სუბისარეტა არიან ის მეკარეები, რომლებმაც ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის
ყველა მატჩში შეუცვლელად იასპარეზეს.



თვისებები
ვალდესი საკმაოდ თავდაჯერებული მეკარეა, მიუხედავად თავისი ახალგაზრდა
ასაკისა, კლუბში გამოჩენის დღიდან იგი ყოველთვის კარგად წარმატღავდა გუნდის
დაცვას. მისი რეფლექსები აძლევენ მას საშუალებას, რომ მოეგერიოს მეტოქის
ფეხბურთელების მიერ დარტყმული ბურთები. ვალდესი ასევე კარგად თამაშობს,
როდესაც მასთან მეტოქის ფეხბურთელი პირისპირ არის დარჩენილი. დღევანდელობის
გათვალისწინებით იგი საკმაოდ კარგად თამაშობს ასევე გამოსვლაზეც და
ხშირად იგებს ორთაბრძოლებს. მისი კუმირები არიან გერმანელი ოლივერ კანი და
თანამემამულე სანტიაგო კანისარესი, რომელთაც ვალდესი ცდილობს მიბაძოს
კიდეც თამაშის მანერით.

Bracamontes

prizebi :
Posts : 160
Join date : 05.05.11
Age : 20

View user profile

Back to top Go down

Re: FC BARCELONA

Post by Bracamontes on Thu May 05, 2011 11:53 pm

MARTALIA COTA UXESHIA MAGRAM MAINC KARGI FEXBURTELIA


დანიელ ალვეში მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერეის მარჯვენა მცველია, რომელიც
თავისი ფლანგის ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია ვიხილოთ. ბრაზილიელი
ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2008 წლის ზაფხულში, 25 წლის ასაკში გადავიდა მას
შემდეგ, რაც ესპანურ “შევილიაში” 6 წელი გაატარა.
დანიელ ალვეშ და სილვა ბრაზილიაში, ბაიას შტატის ქალაქ ჟუაზეიროში
დაიბადა 1983 წლის 6 მაისს. ახალგაზრდა ალვეშმა ფეხბურთის თამაში რეგიონის
უძლიერეს კლუბში, “ესპორტე კლუბ ბაიაში” დაიწყო. აწ უკვე “ბარსელონას”
ფეხბურთელმა თავისი პირველი კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და 18
წლის ასაკში პირველ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. ახალგაზრდა მცველს თავუს
გამოჩენის შანსი “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ევარისტო დე მაჩედომ
მისცა.
ალვეშის სადებიუტო შეხვედრა მისმა კლუბმა 3:0 მოიგო, ხოლო თავად
ფეხბურთელმა შესანიშნავი შთაბეჭილება დატოვა. მან გამოიმუშავა
თერთმეტმეტრიანი და ერთი საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.
პირველი ტიტული ალვეშმა 2001 წელს მოიპოვა, როდესაც მისმა გუნდმა ბაიას
ჩემპიონატი მოიგო. ამას მოჰყვა 2001 და 2002 წლებში ნორთესტის თასის
მოპოვებაც. ახალაგაზრდა ფეხბურთელის თამაში უყურადღებოდ არ დარჩენია
ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელს, რომელმაც ალვეში გუნდში 2003
წლის იანვარში მიიწვია.
ამ დროისთვის ალვეში უკვე “სევილიაში” თამაშობდა იჯარის წესით და
ვინაიდან თავი ესპანეთშიც კარგად წარმოაჩინა, ანდალუსიური კლუბის
ხელმძღვანელობამ მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტა. 2003 წელს დანიმ
ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
ფინალში ალვეშის ბრაზილიამ ანდრეს ინიესტას ესპანეთს 1:0 სძლია, ხოლო თავად
ალვეში ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დასახელდა.
2003/04 წლების სეზონში ალვეშმა “სევილიას” შემაგენლობაში 29 შეხვედრა ითამაშა და უეფას თასის საგზური მოიპოვა.
2005/06 წლების სეზონში ალვეში გუნდში როგორც დაცვითი, ასევე შემტევი
ფუნქციების შესრულებით იყო დაკავებული და ანდალუსიელებს უეფას თასის
მოგებაში დაეხმარა. “ბარსელონას” დღევანდელი მეორე ნომერი იმ გათამაშების
საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო რამდენიმე თვეში, მისმა “სევილიამ”
ევროპის სუპერთასზე “ბარსას” 3:0 სძლია და ალვეში ამ შეხვედრაშიც
საუკეთესო იყო.
მომდევნო სეზონში ალვეშმა “სევილიასთან” ერთად კიდევ ერთხელ მოიგო უეფას
თასი და ზედ ესპანეთის თასიც დააყოლა. 2007/08 წლების დასწყისში ალვეშის
გუნდმა მადრიდის “რეალს” ესპანეთის სუპერთასის მოსაპოვებლად გამართულ
ორრაუნდიან ბრძოლაში სძლია, ხოლო იმავე სეზონში მარჯვენა მცველმა პირველად
ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე. იმ სეზონში ალვეშმა ესპანეთის
ჩემპიონატში 33 თამაში ჩაატარა და ამ მაჩვენებლით გუნდში ხესუს ნავასის
შემდეგ მეორე იყო.
“ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ, პირველივე სეზონში, ალვეშმა ყველაფერი
მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მან “ბარსას” რიგებში სულ რამდენიმე
შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ მათ შორის იყო რომში გამართული ჩემპიონთა ლიგის
ფინალიც. მიუხედავად თავისი ამპლუისა, ალვეშმა პირველ კატალონიურ სეზონში,
54 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.
გარდა საკლუბო ფეხბურთისა, ალვეში წარმატებით ასპარეზობს ეროვნულ
ნაკრებშიც. მან ბრაზილიის პირველ გუნდთან ერთად 2007 წელს კოპა ამერიკის,
2009 წელს კი კონფედერაციის თასის მოგება მოახერხა.



თვისებები
მიუხედავად იმისა, რომ ალვეში სიმაღლეში სულ რაღაც 173 სანტიმეტრია და
64 კილოს იწონის, იგი ფიზიკურად მაინც ძალზე ძლიერია. იგი დაუღალავად
დარბის თავის ფლანგზე და ხშირად ერთვება შეტევებში ისე, რომ არც უპირველეს
მოვალეობას ივიწყებს. ბრაზილიელი მცველი კარგად ფლობს ორივე ფეხს, არის
სტანდარტული მდგომარეობების კარგი შემსრულებელი და ხშირად ახორციელებს
მეტოქის საჯარიმოში ბურთის სახიფათო ჩაწოდებებს.

Bracamontes

prizebi :
Posts : 160
Join date : 05.05.11
Age : 20

View user profile

Back to top Go down

Re: FC BARCELONA

Post by Bracamontes on Thu May 05, 2011 11:54 pm

ალბათ ეს ადამიანი განსაკუთრებულია რადგან შაკირას გული სწორედ მან მოინადირა


ხერარდ პიკე დაიბადა 1987 წლის 2 თებერვალს და იმ დღიდან მოყოლებული
“ბარსელონას” კლუბის წევრია. პიკე ძალზე პატარა იყო, როდესაც კლუბში
ჩაირიცხა, ხოლო 10 წლის ასაკში Avelin B–ს წევრი გახდა. მას შემდეგ
“ბარსას” მესამე ნომერმა კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა. Cadet B-ში
თამაშის დროს პიკეს მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იყო, რომელიც მას
“ბარსელონაში” დაბრუნების შემდეგ, პეპ გვარდიოლას თანაშემწის როლში დახვდა.
თავდაუზოგავი შრომის შედეგად, პიკემ უნივერსალურობამდე მიაღწია და
მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველი იყო, არც
გოლების გატანას ერიდებოდა.
2003/04 წლების სეზონში ახალგაზრდა მცველმა მშობლიურ კლუბთან
გამომშვიდობება და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება გადაწყვიტა.
ინგლისში გადაბარგებიდან სამ კვირაში მას ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა,
როდესაც “მანჩესტერი” კერლინგის თასზე “ქრიუ ალექსანდრას” დაუპირისპირდა.
ფერგისუონის გუნდში პიკე 2005/06 წლების სეზონის გაჩერდა, შემდეგ კი
“სარაგოსაში” იქნა განათხოვრებული.
არაგონულ კლუბში პიკე უმეტესად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე
თამაშობდა. 2006/07 წლებში, “სარაგოსას” შემადგენლობაში, იმედისმომცემმა
მცველმა 22 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 18 -ჯერ სასტარტო შემადგენლობაში
იმყოფებოდა. იმ სეზონში პიკეს გუნდში გაბრიელ მილიტოსთან ერთად უწევდა
თამაში. ეს უკანასკნელი კი მოგვიანებით მისი თანაგუნდელი “ბარსელონაშიც”
გახდა.
2007/08 წლების სეზონი პიკემ კვლავ “მანჩესტერში” გაატარა და როგორც
პრემიერლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხა. უმაღლეს ევროპულ
საკლუბო ტურნირზე კი კატალონიელმა ფეხბურთელმა ორი გოლის გატანა მოახერხა.
2008/09 წლების სეზონში კი პიკე სამშობლოში დაბრუნდა. “ბარსელონაში”
დაბრუნებიდან პირველივე სეზონში კი პიკემ დაამტკიცა, რომ პეპ გვარდიოლა
მასზე იმედებს ტყუილად არ ამყარებდა. ცოტა ხანში პიკე კლუბისთვის შეუცვლელ
ფიგურად იქცა და ტრიუმფალურ სეზონში ჩატარებულ 45 შეხვედრაში თავი
გატანილი გოლით სამჯერ გამოიჩინა. პიკე როგორც დაცვითი ფუნქციების კარგი
შესრულებით, ასევე შეტევების წამოწყებით და მათ დასკვნით ეტაპზე კარგი
თამაშითაც გამოირჩეოდა. ამის ნათელი მაგალითია მისი მოგვარის სახელობის
სტადიონზე, “რეალთან” 6:2 მოგებულ შეხვედრაში მის მიერ გატანილი ბოლო გოლი.
გარდა საკლუბო წარმატებისა, პიკესთვის არც ნაკრებში თამაშია უცხო.
კატალონიელ ფეხბურთელს ესპანეთის 21 წლამდელთა გუნდთან ერთად კანადის 2007
წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 19 წლამდელთა ნაკრებში პოლონეთის 2006 წლის
ევროპის ჩემპიონატზე (რომელიც ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა) და 17
წლამდელთა ნაკრებში საფრანგეთის 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე (ესპანეთი
ფინალში დამარცხდა) მონაწილეობდა. 2009 წლის 6 თებერვალს კი პიკემ ეროვნულ
ნაკრებსაც გაუგო გემო, ითამაშა რა საებიუტო შეხვედრა ინგლისთან. ოფიციალურ
დონეზე კი კანტერანომ 2009 წლის კონფედერაციის თასზე, სამხრეთ აფრიკაში
ითამაშა.



თვისებები
კატალონიელი ფეხბურთელი საკმაოდ მაღალი, 192 სანტიმეტრია და 86 კილოს
იწონის. ამ მონაცემების საშუალებით იგი კარგად იბრძვის მეორე სართულზე.
გარდა ამისა, ამ თვისებებს პიკე კარგად იყენებს შეტევის დროსაც. გარდა
ცენტრალური მცველისა, პიკეს თამაში საყრდენ ნახევარმცველადაც შეუძლია, რაც
მან “სარაგოსაში” ასპარეზობის პერიოდში დაამტკიცა.

Bracamontes

prizebi :
Posts : 160
Join date : 05.05.11
Age : 20

View user profile

Back to top Go down

Re: FC BARCELONA

Post by Bracamontes on Thu May 05, 2011 11:55 pm

არ ვიცი ამ ადამიანზე რა ვთქვა ბარსას ლეგენდა



კარლეს პუიოლმა საფეხბურთო კარიერა ლა პობლა დე სეგურის მოკრძალებულ
გუნდში დაიწყო, თუმცა შემდეგ “ბარსელონას” წარმომადგენლების მიერ იქნა
შემჩნეული და მანაც, 17 წლის ასაკში, “ბარსას” მიაშურა.
პუიოლი თავდაპირველად “ბარსა ბ”–ში ასპარეზობდა და ემზადებოდა პირველ
გუნდში დებიუტისთვის, რომელიც 1999 წლის 2 ოქტომბერს შედგა “ვალიადოლიდის”
წინააღმდეგ. იმ შეხვედრაში პუიოლს ნდობა ლუის ვან გაალმა გამოუცხადა. იმ
დროს პუიოლი მარჯვენა მცველად თამაშობდა, ხოლო მუხლჩაუხრელი შრომის
შედეგად, დაცვის ცენტრშიც საიმედოდ დაიწყო თამაში.
2003–04 წლების სეზონში პუიოლი გუნდის მესამე კაპიტნად იქნა არჩეული. იმ
წელს მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდის მიერ ნაჩვენებ შესანიშნავ
თამაშში. კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ
“რელთან” 18 ქულას აგებდნენ, თუმცა საბოლოოდ პრინციპულ მეტოქეს 2 ქულით
აჯობეს. იმ სეზონში პუიოლმა ესპანეთის ჩემპიონატში 27, უეფას თასზე კი
შვიდი შეხვედრა ჩაატარა.
თუმცა, “ბარსას” კაპიტანს პირველი მედლების მოსაპოვებლად 2004–05 წლების
სეზონამდე მოუწია ლოდინი. იმ წელს ფრანკ რაიკაარდის მიერ დამოძღვრილმა
გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში იმარჯვა. კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა
მომდევნო სეზონი, როდესაც პუიოლმა თავს ზემოთ ესპანეთის ჩემპიონისთვის
განკუთვნილი თასის გარდა, ჩემპიონთა თასიც აღმართა. მთელი იმ სეზონის
განმვლობაში, პუიოლმა მხოლოდ ხუთი შეხვედრა გამოტოვა. სამ შემთხვევაში
კაპიტანი მწვრთნელის გადაწყვეტილებით დარჩა მოედანს გარეთ, ორჯერ კი იგი
დისკვალიფიცირებული იყო.
2006–07 წლების სეზონში პუიოლმა ესპანეთის ჩემპიონატის 38 ტურში 35
შეხვედრა ჩაატარა და სეზონის ბოლოს კარიერაში ყველაზე მძიმე ტრავმა მიიღო.
2007 წლია 20 ივნისს, პრეტორიაში გამართული ამხანაგური შეხვედრის დროს,
კაპიტანმა მუხლი დაიზიანა და 29 სექტემბრამდე მოუწია უქმობა. მიუხედავად
იმისა, რომ პუიოლმა 2007–08 წლების სეზონის დასაწყისი გამოტოვა, ესპანეთის
ჩემპიონატში მან 30 შეხვედრის ჩატარება მაინც მოახერხა.
როგორც პუიოლისთვის, ასევე მთელი “ბარსელონასთვის” ტრიუმფალური გამოდგა
2008–09 წლების სეზონი, როდესაც გუნდმა აბსოლუტურად ყველა ტიტულის მოგება
მოახერხა, რაც კი შესაძლებელი იყო. პეპ გვარდიოლა კაპიტანს უმეტესად
დაცვის ცენტრში აყენებდა ხოლმე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი პუიოლმა
მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, ესპანეთის თასის ფინალი კი მარცხენა ფლანგზე.
სეზონის განმავლობაში პუიოლმა დაამტკიცა, რომ მას გატანა შეუძლია და 2009
წლის 2 მაისს, “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე “რეალს” მნიშვნელოვანი გოლი
გაუტანა. სეზონის ბოლოს რომში გამართული ფინალის შემდეგ კი გახდა კლუბის
ისტორიაში ერთადერთი კაპიტანი, რომელმაც ჩემპიონთა თასი თავს ზემოთ ორჯერ
აღმართა.
კარლეს პუიოლი არის ესპანეთის ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრი. “ფურია
როხას” შემადგენლობაში მან 2002 და 2006 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე
ითამაშა. ევროპის ჩემპიონატებზე კი პუიოლმა 2004 და 2008 წლებში მიიღო
მონაწილეობა და მეორე მათგანში გამარჯვებასაც მიაღწია.



თვისებები

კარლეს პუიოლის ერთ–ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი თვისება ისაა, რომ იგი უნივერსალია. კარიერა “ბარსას”
კაპიტანმა მარჯვენა მცველად დაიწყო და დღეს ცენტრალურ მცველად მოთამაშე,
არც მარცხენა ფლანგზე თამაშზე ამბობს უარს. იგი გამორჩეულია
შრომისმოყვარეობით და დისციპლინის მაღალი დონით, რითიც გუნდში ყველასთვის
სამაგალითოა. მართალია კაპიტნის სიმაღლე 178 სანტიმეტრია, მაგრამ ეს მას
საჰაერო ორთაბრძოლებში საიმედო თამაშში ხელს არ უშლის.

Bracamontes

prizebi :
Posts : 160
Join date : 05.05.11
Age : 20

View user profile

Back to top Go down

Re: FC BARCELONA

Post by Bracamontes on Thu May 05, 2011 11:55 pm

უბრალოდ კარგი ფეხბურთელი


ჩავიერ ერნანდესმა მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა “კამპ ნოუზე”
გაატარა. იგი კატალონიურ კლუბში 11 წლის მოვიდა და მას შემდეგ მისი
პროგრესი ყოველთვის შესამჩნევი იყო. ამის წყალობით, 1997-98 წლების სეზონში
ჩავი ახალგაზრდული გუნდიდან “ბარსა ბ”-ში გადავიდა.
“ბარსა ბ”-ში ჩავი ხორდი გონსალვოს გუნდის ტვინად იქცა და თანაგუნდელებთან ერთად მეორე დივიზიონამდე აღზევდა.
ჩავის ოცნება, ეთამაშა “ბარსას” პირველი გუნდის შემადგენლობაში, ახდა
1998 წლის 18 აგვისტოს, როდესაც მისი გუნდი ესპანეთის ათასზე “მალიორკას”
დაუპირისპირდა. ახალგაზრდა ნახევარმცველი მოედანზე თავიდანვე გამოვიდა და
მწვრთნელს იმედები არ გაუცრუვა, გაიტანა რა გოლი სადებიუტო შეხვედრაში.
ჩავიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1998-1999 წლებში “ბარსელონას” მიერ
ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში.
1999-00 წლების სეზონში ჩავის ამჟამინდელმა მწვრთნელმა და მაშინდელმა
თანაგუნდელმა, პეპ გვარდიოლამ, სერიოზული ტრავმა მიიღო და ერნანდესსაც
თავის გამოჩენის მეტი შანსი მიეცა. ხოლო მას შემდეგ, რაც გვარდიოლამ
იტალიას მიაშურა, ჩავი ძირითადი შემადგენლობი შეუცვლელ წევრად იქცა.
ჩავი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ვან გაალის, რექსაჩის, რაიკაარდის დროს
და გვარდიოლას მწვრთნელობის ქვეშაც, ძირითად შემადგენლობაში ადგილი
გარანტირებული აქვს. თავისი სტაბილური ასპარეზობის წყალობით, ჩავიმ კლუბში
300 შეხვედრის ჩატარება უკვე 25 წლის ასაკში მოახერხა. 2004-05 წლების
ტრიუმფალურ სეზონში ჩავი რაიკაარდის გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი
ფეხბურთელი იყო, ითამაშა რა ესპანეთის ჩემპიონატის 38 ტურში 36 შეხვედრა.
თუმცა კატალონიელი ნახევარმცველის ცხოვრებაში რთული პერიოდებიც იყო. მას
არასდროს დაავიწყდება 2005 წლის 2 დეკემბერი, როდესაც ლა მასიაზე
გამართული მორიგი ვარჯიშის დროს მარცხენა ფეხის მუხლის სერიოზული ტრავმა
მიიღო და იძულებული იყო ფეხბურთს ხუთი თვით ჩამოშორებოდა. მოედანზე კვლავ
გამოსვლა ჩავინ 2006 წლის 29 აპრილს მოახერხა, ხოლო სულ მალე მისმა გუნდმა
როგორც ესპანეთში, ასევე ევროპაში პირველობა იზეიმა.
რაიკაარდი ერის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ჩავი გუნდში ყველაზე
ხშირად გამოყენებადი ფეხბურთელი იყო. 2007-08 წლების სეზონში კი პირადი
რეკორდი დაამყარა, გაიტანა რა ესპანეთის ჩემპიონატში 7 გოლი, რითიც წინა
სარეკორდო მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა.
გუნდში გვარდიოლას მწვრთნელად მოსვლის პირველივე სეზონში კი ჩავიმ ყველა
ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა,
გაიტანა რა 10 გოლი 54 შეხვედრაში. ინიესტასთან ერთად, 2008-09 წლების
სეზონში მან მოედნის ცენტრში შექმნა ტანდემი, რომელმაც გუნდისთვის სამი
ტიტულის მოტანაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩავიმ მსოფლიოს 2002 და 2006 წლების
ჩემპიონატზე ითამაშა. წარუმატებელი ევრო 2004 შემდეგ კი 2008 წელს ამავე
სეზონზე ტრიუმფალურად გამოვიდა. ჩავი ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის
საუკეთესო ფეხბურთელადაა დასახელებული.



თვისებები

ჩავი არის ფეხბურთელი, რომელიც ძალზე
კარგად ხედავს მოედანს და მოქმედებს ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე.
“ბარსელონას” ასაკობრივ გუნდებში ჩავი საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა,
მაგრამ პირველ გუნდში გადმოსვლის შემდეგ თავისი თვისებები პლეიმეიკერად
თამაშის დროსაც შესანიშნავად წარმოაჩინა. ჩავის შეუძლია თავდამსხმელების
ისეთი გადცემებით მომარაგება, როგორც არავის. იგი ასევე შესანიშნავად ფლობს
ბურთს. “ბარსას” მეექვსე ნომერს არც დაცვითი ფუნქციების შესრულება და
ბურთისთვის ბრძოლა გამოსდის ცუდად.

Bracamontes

prizebi :
Posts : 160
Join date : 05.05.11
Age : 20

View user profile

Back to top Go down

Re: FC BARCELONA

Post by Bracamontes on Thu May 05, 2011 11:56 pm

ამ ადამიანზე ვაბოდებ


დავიდ ვილია სანჩესი, იგივე El Guaje(გოგრა, კვახი), ასტურიის ავტონომიურ კომუნაში, ქალაქ ლანგრეოში დაიბადა 1981 წლის 3 დეკემბერს.
სილაღლე: 1,75სმ.
წონა: 69კგ.
კარიერაში ჩატარებული შეხვედრები, საკლუბო დონეზე: 212.
კარიერაში გატანილი გოლები, საკლუბო დონეზე: 129.
კარიერაში ჩატარებული მატჩები, სანაკრებო დონეზე: 55.
კარიერაში გატანილი გოლები, სანაკრებო დონეზე: 36. (0,65 გოლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში.).
კლუბები: "ლანგრეო"(1991-99წ.წ. ახალგაზრდული გუნდი),
"ხიხონი"(1999-01წ.წ. ახალგაზრდული გუნდი. 2001-03წ.წ. ძირითადი გუნდი),
"სარაგოსა"(2003-05წ.წ.), "ვალენსია"2005-10წ.წ.),
"ბარსელონა"(2010-...წ.წ.).
ჯილდოები:
გუნდური ჩათვლის ჯილდოები:
ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული - 2010-11 (ბარსელონა)
მსოფლიოს ჩემპიონი - 2010
ევრო 2008-ის გამარჯვებული.
ესპანეთის თასის 2 გზის მფლობელი: 2004 წ.(სარაგოსა), 2008 წ.(ვალენსია).
ესპანეთის სუპერთასის მფლობელი: 2004წ.(სარაგოსა).
კონფედერაციის თასის ბრინჯაოს პრიზიორი: 2009წ.
ესპანეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 2009-10წ.წ.
ინდივიდუალური ჯილდოები:
ევრო 2008 წლის საუკეთესო ბომბარდირი: 4გოლი.
FIFA-ს 2008 წლის ევროპის სიმბოლური ნაკრების წევრი.

დავიდი ბავშვობიდან იყო დაკავებული სპორტის ამ სახეობით, მამამისი კი,
რომელიც მეშახტე იყო, უწონებდა შვილს არჩევანს და ცდილობდა მასთან ერთად
ევარჯიშა. ვილას საფეხბურთო კარიერა შეიძლებოდა ადრეულ ბავშვობაშივე
შემწყდარიყო, ვინაიდან მან 4 წლის ასაკში უმძიმესი ტრავმა მიიღო- თეძოს
ძვალი მოიტეხა. ნახევარი წლის განმავლობაში ფეხი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული.
ვილია საკმაოდ ტანმორჩილი და გამხდარი ბავშვი იყო, რის გამოც მას
ბავშვობაში ვიტამინების მიღება უხდებოდა, რათა ორგანიზმი გაეკაჟებინა.
მაგრამ მაგრამ საუკეტესო მახასიათებლები-სისწრაფე და ენერგიულობა არ
დაუკარგავს და დღემდე გამოჰყვა.
ბავშვობაში ასტურიელს ჰქონდა სურვილი, რომ საფეხბურთო კლუბ "რეალ
ოვედიოს" საფეხბურთო სკოლაში შესულიყო, მაგრამ მისი ეს მცდელობა უშედეგო
აღმოჩნდა და ამრიგად იგი "ლანგრეოს" საფეხბურთო სკოლაში მოხვდა. თავიდანვე
ნათელი იყო, რომ ეს უნიჭიერესი ადამიანი აქ დიდხანს არ დაჰყოფდა. მართლაც,
1999 წელს იგი ასტურიული ფეხბურთის გრანდმა- ხიხონის "სპორტინგმა"
შეამჩნია, რომელსაც არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გაუზრდია: კინი,
ანგულო, ლუის ენრიკე და ა.შ. იგი ჯერ დუბლებში ვარჯიშობდა, რომელიც მესამე
დივიზიონში გამოდიოდა, ხოლო პირველ გუნდში 200-01 წ.წ. სეზონში
დააწინაურეს. ამ დროისათვის "სპორტინგი" სეგუნდა დივიზიონში ირჯებოდა და
ვილია მისი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. დავიდმა საკუთარ
ანგარიშზე სადებიუტო სეზონში 18 გოლი მიითვალა. მეორე წელი უფრო
წარმატებული გამოდგა პირადი თვალთაზრისით-გაიტანა 20 გოლი და მიიღო
ესპანეთის ახალგაზრდული გუნდისგან მოწვევა. 2003 წელს კი პრიმერა
დივიზიონში დაწინაურდა, გადავიდა რა "სარაგოსაში".
ვილიამ შტატიან პენალტისტობას უკვე "სპორტინგში" მიაღწია და იგივეს
გაკეთება უხდებოდა არაგონიაშიც. ამრიგად ვილია დაეხმარა "სარაგოსას" სამეფო
თასის მოგებაში, ფინალში მათი მეტოქე მადრიდის "რეალი" იყო, მათ
კასტილიელები ანგარიშით 3:2 დაამარცხეს, ვილიამ კი 18 გოლის გატანა
მოახერხა თავის სადებიუტო სეზონში, არაგონიაში. ასეთმა შედეგმა კი
"სარაგოსას" მისცა უფლება, რომ გასულიყო უეფას თასის 2004-05 წ.წ. სეზონის
გათამაშებაზე, რაც თავისმხრივ, კლუბს მოუტანდა დიდ შემოსავალს. 2005 წელს
კი ვილია "ვალენსიაში" წავიდა.პირველსავე სეზონში ვილიამ გაიტანა 25
გოლი(37 თამაშში, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო სამუელ ეტო'ოს შემდეგ).
აქამდე ამდენი გოლი "ვალენსიას" მხოლოდ ორ ფეხბურთელს ქონდა გატანილი,
დავიდი კი ამ მაჩვენებლით მესამეა. 2007-08 წ.წ_ში დავიდი საუკეთესო
ესპანელი თავდამსხმელი გახდა. 2008-09 წ.წ_სი კი მან 28 გოლი გაიტან და
ჩამორჩა მხოლოდ დიეგო ფორლანს (32 გოლი), "ვალენსიას" პირადი რეკორდი
გაიმეორა, რომელიც ედმუნდოს "მუნდომ" დაამყარა 1943-44 წ.წ-ში.
უახლოეს წარსულში- 19 მაისს 2010 წლისა, იგი 34 მილიონის სანაცვლოდ(პლუს
6 მილიონი ბონუსის სახით იმ შემთხვევაში, თუ კი "ბარსა" წარმატებას
მიაღწევს სხვადასხვა ტურნირებზე) "ბარსელონაში" გადაბარგდა. მისი კონტრაქტი
კატალონიურ კლუბთან 4 წლიანია, ხოლო გასამრჯელოს ოდენობა არ ხმაურდება.
რაც შეეხება ნომერს, იგი "ბარსელონაში" თავისი საყვარელი"7-იანით"
იასპარეზებს, რომელიც ეიდურ გუდიონსენის მერე არავის უტარებია(თუ არ
ჩავთვლით ჟეფრენს).
"ვალენსიადან" წასვლის წინ მან კომენტარი გააკეთა, რომელიც შემდეგნაირად
ჟღერს: ”ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ამაღელვებელი მომენტია. დროა
დაგემშვიდობოთ ხუთი დაუვიწყარი სეზონის შემდეგ. მე ვტოვებ გუნდს,რომელშიც
უამრავი მეგობრი მყავს. ჩემი გული აქ რჩება! "ვალენსიაში" გავიზარდე
როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება. ვთვლი, რომ ჩემი სახლი აქ არის,
თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ უდიდესი
პატივია ატარებდე "ვალენსიას" მაისურს."
იმედია "ბარსელონაში" მისი მოსვლა უამრავ პოზიტიურ ენერგიას მოგვიტანს
და არაერთხელ ვნახავთ მომენტს, როდესაც "გოგრა" ჩვეული მანერით აღნიშნავს
გოლს...

Bracamontes

prizebi :
Posts : 160
Join date : 05.05.11
Age : 20

View user profile

Back to top Go down

Re: FC BARCELONA

Post by Bracamontes on Thu May 05, 2011 11:57 pm

ბარსაში კიდევ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი

ანდრეს ინიესტანახ
9ბოიან კრკიჩითავ
10ლიონელ მესითავ
11ჟეფრენ სუარესითავ
13ხოსე მანუელ პინტომეკ
14ხავიერ მასკერანონახ08.06.1984
15სეიდუ კეიტანახ16.01.1980
16სერხი ბუსკეტსინახ16.07.1988
17პედროთავ28.07.1987
18გაბრიელ მილიტომცვ
19მაქსველიმცვ
20იბრაჰიმ აფელაინახ
21ადრიანომცვ
22ერიკ აბიდალი

Bracamontes

prizebi :
Posts : 160
Join date : 05.05.11
Age : 20

View user profile

Back to top Go down

Re: FC BARCELONA

Post by Bracamontes on Thu May 05, 2011 11:58 pm

ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ მესის ავღნიშნავ რადგან ის უდავოდ საუკეთესოა


ბიოგრაფია
არგენტინელმა თავდამსხმელმა საფეხბურთო კარიერა 1995 წელს, “ნიუელ ოლდ
ბოიზში” დაიწყო, სადაც 2000 წლამდე გამოდიოდა. 13 წლის ასაკში ლიონელს
ატლანტიკის ოკეანის გადალახვა მოუწია იმისათვის, რომ “ბარსელონაში”
ჩარიცხულიყო.
თავდაპირველად მესი “ბარსას” 14 წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა მას შემდეგ
არნახული პროგრესი განიცადა. სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების შემდეგ იყო
“ბარსა ც”, შემდეგ “ბარსა ბ” და ბოლოს კატალონიური კლუბის პირველი გუნდიც.
2003–2004 წლების სეზონში, როდესაც მესი ჯერ მხოლოდ 16 წლის იყო, პირველ
გუნდთან ერთად “პორტუს” წინააღმდეგ, “დრაგაოს” სტადიონის გახსნით მატჩში
მიიღო მონაწილეობა. ოფიციალურ მატჩში კი მესი მოედანზე 2004 წლის 16
ოქტომბერს გამოვიდა “ესპანიოლთან” შეხვედრაში.
ვინაიდან იმ დროისთვის პირველი გუნდის არაერთი ფეხბურთელი იყო
ტრავმირებული, მწვრთნელს ხშირად უწევდა სარეზერვო გუნდიდან მოთამაშეების
გამოძახება და მესიც ნელ–ნელა იქცა პირველი გუნდის წევრად. 2005 წლის 1
მაისს მესი გახდა კლუბის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც
ესპანეთის ჩემპიონატში მოახერხა გოლის გატანა. ეს მოხდა “ალბასეტესთან”
გამართულ შეხვედრაშ. იმ დროისთვის მესი მხოლოდ 17 წლის, 10 თვის და 7 დღის
იყო. თუმცა ეს რეკოდრი მოგვიანებით ბოიან კრკიჩმა დაამხო.
მესიმ გაიბწყინა მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზეც, რომელიც
ჰოლანდიაში გაიმართა. ის ჩემპიონაის ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთლების
ტრიუმფით დასრულდა, ხოლო მესი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი
გახდა. 18 წლის ასაკში მესი უკვე ითვლებოდა მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე
იმედისმომცემ ფეხბურთელად. ცოტა ხანში კი მას არგენტინის ეროვნულ ნაკრებშიც
ჰქონდა დებიუტი უნგრეთის წინააღმდეგ.
მესის, როგორც “ბარსელონას” პირველი გუნდის უცვლელ წევრად გადაქცევას
ადგილი 2005–2006 წლების სეზონში ჰქონდა, რომელიც არგენტინელმა ფეხბურთელმა
გამპერის თასზე, “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართული შესანიშნავი თამაშით
დაიწყო. მესი ასევე მონაწილე გახდა “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონას”
მიერ 3:0 მოგებული შეხვედრისა. ასევე, “სტემფორდ ბრიჯზე”, უეფას ჩემპიონთა
ლიგის ეგიდით “ჩელსის” წინააღმდეგ გამართული თამაშისა. სამწწუხაროდ მესის
სეზონის ბოლომდე ჩამთავრება ტრავმამ არ დააცადა. იმ სეზონში ლიონელმა
ესპანეთის ჩემპიონატში 17, ჩემპიონთა ლიგაში 6 და ესპანეთის თასზე 2
შეხვედრა ჩაატარა და მთლიანობაში 8 გოლის გატანა მოახერხა.
მომდევნო სეზონში მესიმ მთელი მსოფლიო განაცვიფრა, გაიტანა რა
დაუჯერებელი გოლი “ხეტაფეს” კარში ესპანეთის თასის ეგიდით გამართულ
შეხვედრაში. მიუხედავად იმია, რომ 2006–2007 წლების სეზონში “ბარსელონა”
ტიტულის გარეშე დარჩა, მესი ფიფას ვერსიით მაინც გახდა მსოფლიოს მეორე
საუკეთესო ფეხბურთელი. იმავე წელს, “ფრანს ფუტბოლის” დაჯილდოებაზე მესიმ
მესამე ადგილი დაიკავა. არგენტინელ ფეხბურთელს არც ამის შემდეგ შეუწყვიტავს
პროგრესირება და 2007–2008 წლების სეზონში ჩატარებულ 40 შეხვედრაში თავი
16 გოლით და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩნა. მიუხედავად იმისა, რომ
“ბარსელონა” კვლავ უტიტულოდ განაგრძობდა გამოსვლა, 2008 წელს მესიმ ზედიზედ
მეორედ დაიკავა მეორე ადგილი ფიფას მიერ წლის ფეხბურთელის გამოსავლენად
გამართულ ცერემონიალზე.
არგენტინის ნაკრებთან ერთად მესიმ მონაწილეობა მიიღ მსოფლიოს 2006 წლის
ჩემპიონატზე და კოპა ამერიკის 2007 წლის გათამაშებაზე. ამ უკანასკნელ
ტურნირში არნგენტინამ ფინალამდეც მიაღწია, მაგრამ იქ ბრაზილიას ვეღარ
აჯობა.



თვისებები
მესი განსაკუთრებული ფეხბურთელია. იგი არის შემოქმედი, რომელსაც
მცველების იოლად მოტყუების დიდი შესაძლებლობები აქვს.ლიონელი არის ცაცია
ფეხბურთელი, რომელსაც თანაბარი სიძლიერით შეუძლია როგორც მოედნის ცენტრში,
ასევე ფლანგზე თამაში.
მესი არის საკმაოდ სწრაფი და მიუხედავად სიდაბლისა, ფიზიკურად საკმაოდ
ძლიერია იმისათვის, რომ ტანით მასზე დიდ მოწინააღმდეგეებთან გამართული
ორთაბრძოლები მოიგოს. არგენტინელ ფეხბურთელს ეხერხება დაუჯერებელი
მდგომარეობებიდან თავის დაძვრენა, კუთხურების, ჯარიმების და
თერთმეტმეტრიანების შესრულება.



მიღწევები
გუნდური მიღწევები
ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონი – 2004/05, 2005/06, 2008/09, 2009/10
ესპანეთის თასი – 2008/09
ესპანეთის სუპერთასი – 2005/06, 2006/07, 2009/10, 2010-11
ჩემპიონთა ლიგა – 2005/06, 2008/09
ევროპის სუპერთასი – 2009/10
მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10


არნგეტინის ნაკრები
ოლიმპიური ჩემპიონი – 2008
20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი – 2005


ინდივიდუალური მიღწევები
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - 2009/10
ოქროს ბუცის მგლობელი - 2009/10
FIFA-ს "ოქროს ბურთის" მფლობელი - 2010
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი FIFA-ს ვერსიით – 2009
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი France Football-ის ვერსიით – 2009
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით - 2009
მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომარდირი – 2005
მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2005
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2009
Onze d’Or – 2009
ევროპსი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2007
კოპა ამერიკის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2007
არგენტინის წლის ფეხბურთელი – 2005, 2007
FIFPro-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი – 2008-09
FIFPro–ს ვერსით წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2005/06, 2006/07, 2007/08
World Soccer–ს ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთლი – 2005/06, 2006/07, 2007/08
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესი ფეხბურთელი – 2008/09
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესი თავდამსხმელი – 2008/09
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი – 2006/07, 2008/09
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლათინო–ამერიკელი ფეხბურთელი – 2006/07, 2008/09
უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი – 2008/09
უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი – 2008/09
უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი – 2008/09
ალფრედო დი სტეფანოს ჯილდო – 2008/09

Bracamontes

prizebi :
Posts : 160
Join date : 05.05.11
Age : 20

View user profile

Back to top Go down

Re: FC BARCELONA

Post by Ketii on Sat May 07, 2011 2:11 am

Lionels mesi aris chemi cxovrebaa chemi yvelaferiiiiiiiiiiiiiii

Ketii

Posts : 88
Join date : 07.05.11

View user profile

Back to top Go down

Re: FC BARCELONA

Post by Bracamontes on Sat May 07, 2011 2:49 am

chemic ogond chemi suli guli da ravici yvelaferi

Bracamontes

prizebi :
Posts : 160
Join date : 05.05.11
Age : 20

View user profile

Back to top Go down

Re: FC BARCELONA

Post by Bracamontes on Thu May 12, 2011 3:45 pm

მოგესალმებით ყველას და გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის დღეს...დღეს კიდევ ერთი ბედნიერი დღე გაგვითენდა რადგან ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონია მან კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა წარმატებით მარტალია ეს მატჩი 1:1 დამთავრდა ლევანტესთან მაგრამ ის მაინც ჩემპიონია

Bracamontes

prizebi :
Posts : 160
Join date : 05.05.11
Age : 20

View user profile

Back to top Go down

Re: FC BARCELONA

Post by Sponsored content Today at 4:50 am


Sponsored content


Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum