ქართული ფორუმი

სინოფსისი / შინაარსი

View previous topic View next topic Go down

სინოფსისი / შინაარსი

Post by fer_mait_ann_jak on Thu May 05, 2011 9:19 pm

ელენა ლაფე (ელიზაბეტ გუტეირესი) და მისი მამა პატარა, მაგრამ ნაყოფიერი სასტუმროს მფლობელები არიან ზღვის სანაპიროზე. მამამ შვილი ამ წყნარ ადგილას გაზარდა, ქალაქის ცხოვრებიდან შორს. ელენა ლამაზი, სამართლიანი, კეთილი გოგონაა, რომელიც ჯერ ნამდვილ სიყვარულს ვერ შეხვდა. როგორც სერიალის მთავარი გმირი, ედუარდო, ელენასაც ისევე უყვარს ბუნება და ცხენები. ის თავის ცხენს, მეტსახელად ”ბოშას” დიდი სიყვარულით უვლის. ედუარდო ხირონი (სეგუნდო სერნადასი) ახალგაზრდა, მდიდარი და წარმატებული მეჯინიბეა. ის სახელგანთქმული გვარის წარმომადგენელია. გვარის, რომელიც ამაყობს თავისი ტრადიციებით, მაგრამ საგულდაგულოდ მალავს საიდუმლოებებს. ერთი წლის წინ, ედუარდომ ცოლად მოიყვანა, მისი ერთ ერთი დეიდაშვილი, მაგრამ გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა ქორწინების შემდეგ, სახლის კოშკიდან გადმოვარდნის შედეგად. ეს შემთხვევა პოლიციამ ნორმალურად არ გამოიძია. ამ დეიდაშვილსაც ელენა ერქვა - ელენა კალკანიო (ანა ლაიევსკა). ერთ დღეს ელენა ლაფე, ედუარდოს დაჭრილს პოულობს და იგი თავის სასტუმროში მიჰყავს გამოსაჯანმრთელებლად. წყვილს ერთმანეთი მალევე შეუყვარდება. ედუარდოს ელენა თავის სახლში მიჰყავს, სადაც მის გარდა იქ ცხოვრობენ მისი ძმა, დარიო ხირონი, ძმის ცოლი რებეკა დე ხირონი (კატი ბარბერი), ძმის ცოლის და კორინა (მარიცა ბუსტამანტე), ძმის შვილი - ბენჯამინი და ელენა კალკანიოს დედობილი - ლატონია. ედუარდოს ნათესავების უმეტესობა, ელენა ლაფეს მაშინვე აითვალწუნებენ, მისი სოციალური მდგომარეობის გამო.
ელენა ლაფე მალე გაიგებს ოჯახის საიდუმლოს შესახებ. მას მოსვენებას არ აძლევს გარდაცვლილი ელენა კალკანიოს მოჩვენება, რომელიც ელენა ლაფეს, მოკვლას, გაგიჟებას ცდილობს... ელენა ლაფე იმასაც გაიგებს, რომ ცოლის მკვლელობაში ედუარდოა ეჭვმიტანილი. დეტექტივი ელენას ეტყვის რომ ყველა ქალი რომელსაც ედუარდო ხვდებოდა მდიდარი იყო და შემდეგ ისინი საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. ამას ისიც დაემატება, რომ ელენას მისი ბებია მარგო (ზული მონტერო), დიდძალ ქონებას უტოვებს. ელენას ეჭვი უჩნდება, რომ ედუარდომ იცოდა ყველაფერი მისი ქონების შესახებ და ცოლად ამიტომაც მოიყვანა. ქალს შიში იპყრობს რომ ედუარდო მასაც მოკლავს, მაგრამ შესაძლოა ედუარდოს ეს ელენას მოჩვენებამ დაასწროს?!
პროდუქცია: ტელემუნდო სტუდია, მაიამი
ქვეყანა: აშშ
გადაღების წლები: 2010-2011
სერიების რაოდენობა: 117
სცენარის ავტორი: უმბერტო კიკო ოლივიერი (პრისიონერა, ანელიას სახე, შურისძიება)
პროდიუსერი: აურელიო ვალკარსელ კაროლი
როლებში: ელიზაბეტ გუტიერესი, სეგუნდო სერნადასი, ანა ლაიევსკა, ფაბიან რიოსი, კატი ბარბერი, ზული მონტერო, ბრაულიო კასტილიო, მარიცა ბუსტამანტე, კარლოს მონტილია, ჯესიკა მასი და სხვ.

fer_mait_ann_jak

Posts : 31
Join date : 01.04.11
Age : 22

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum