ქართული ფორუმი

მსახიობების ბიოგრაფიები

View previous topic View next topic Go down

მსახიობების ბიოგრაფიები

Post by Guest on Fri Sep 17, 2010 12:53 am

ნატაშა კლაუსის ბიოგრაფია




ნატაშა კლაუსი დაიბადა კოლუმბის დედაქალაქ ბოგოტაში 1975 წლის 25 ივნისს, ნატაშას დედა წარმოშობით ურუგვაელია, მამა – ლიტველი. ეგზოტიკური წარმომავლობა მას ყოველთვის ეხმარებოდა, საკუთარი თავი სათანადოდ წარმოეჩინა. 4 წლის ასაკში საბალეტო სკოლაში შევიდა და კარგა ხანს ცეკვის გარდა არაფერზე უფიქრია. თინეიჯერობის წლებში კი ცეკვაზე მეტად სცენაზე თამაშმა მოხიბლა. არ აკმაყოფილებდა სცენაზე საცეკვაო მოძრაობები, მას ხმოვანი როლებიც სჭირდებოდა.
16 წლის იყო, როდესაც ჩემოდნები ჩაალაგა და ბოგოტაში წავიდა სამსახიობო ხელოვნების შესასწავლად. პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. გოგონას დამოუკიდებლად ცხოვრება გაუჭირდა, ამიტომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და დიქტორობის შესწავლა დაიწყო. ორი წლის შემდეგ ისევ ჩავიდა ბოგოტაში და ამჯერად შეძლო სამსახიობო ოსტატობის შესწავლა.
კინოსაკენ გზის გაკვალვაში მას უმცროსი ძმა, პროფესიონალი ფოტომოდელი პიტერ კლაუსი დაეხმარა. ტელესერიალებში ნატაშას ძალიან გაუმართლა. მისი მონაწილეობით ტელენოველები ყოველთვის რეიტინგულია და ბევრ ქვეყანაში წარმატებით უჩვენებენ. არ ეშინია, ითამაშოს ბოროტი ქალი და ღარიბი კეთილი გოგონაც.
ნატაშას სიყვარული გადასაღებ მოედანზე ეწვია. მისი მეორე ნახევარი ასევე კოლუმბიელი მსახიობი მარსელო გრეკოა, რომელთანაც 10 წლის წინ იქორწინა. 8 წლის წინ კი პირველი შვილი გაუჩნდათ.
"დიდი ბედნიერებაა, როდესაც დედა ხდები. კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი შვილი პირველად დაგელაპარაკება. იზაბელი 4 წლის იყო, როცა საშობაოდ ორი სურვილის შესრულება მთხოვა – პატარა ძმის გაჩენა და მაიკლ ჯეკსონის გაცნობა. ჩემი სამუშაო გრაფიკი არ მაძლევდა საშუალებას, სასწრაფოდ მეორე შვილი გამეჩინა. მაიკლ ჯეკსონის გაცნობა კი მოვახერხეთ", – განაცხადა ერთ–ერთ ინტერვიუში ნატაშამ.
ნატაშას მეორე შვილი 2009 წლის აპრილში შეეძინა. "ფეხმძიმობის მეოთხე კვირაში ვიყავი, როცა ჩემს ქალიშვილს ვახარე, მალე ძმა გეყოლება–მეთქი. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ბიჭი შემეძინებოდა, მაგრამ რატომღაც იზაბელს ასე ვახარე. საბედნიეროდ, მართლაც ვაჟი გავაჩინე. მე და ჩემმა ქმარმა ბედნიერი იზაბელის ემოციები ვიდეოკამერით აღვბეჭდეთ", – ამბობს მსახიობი.
ნატაშა ორი შვილის დედის ამპლუაში თავს ბედნიერად გრძნობს. თვლის, რომ შვილები კარიერაში ხელს არ უშლიან და მესამე შვილის გაჩენისთვისაც ემზადება. "ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების პირველი ეტაპი და პირველი მისია ამოვწურე. თავს დედობის უფლება მივეცი. ვცდილობ, მეტი დრო გავატარო შვილებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკრანზე მუშაობას არ ვაპირებ. სერიალები ჩემთვის ის სამუშაოა, სადაც სიამოვნებასაც ვიღებ", – გულახდილად აცხადებს სერიალების ვარსკვლავი.
ნატაშა კლაუსის წარმატებული კარიერა, 2002 წელს იწყებ, როდესაც შემთხვევით გაცნობილმა კატერინ სიაჩოკემ (რომელიც დღეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო მოგობარია) რეჟისორებს ურჩია ტელემუნდოს ახალ სერიალში "შურისძიება" თუნდაც ეპიზოდური როლი მიეცათ, მაგრამ პროდუსერი ჰუგო ლეონ ფერერი იმდენად მოიხიბლა ნატაშას პროფესიონალიზმით, რომ ის ერთ-ერთი მთავარი როლი დაამტკიცა. არც შეცდა, რადგან ნატაშას ამ როლზე დამტკიცება სერიალისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ნატაშამ ამ როლისთვის (სანდრა გუცმანი) იმ დროისთვის არსებული ყველა ჯილდო მიიღო. 2002 წლიდან კი ნატაშა ტელემუნდოს ექსკლუზივი ვარსკვლავი გახდა. ის თამაშობს სერიალებში, როგორიცაა - "შურისძიება", "ფარული ვნება", "ქალი სარკეში", "შტორმი", "ზორო, დაშნა და ვარდი" (შურისძიების ნიღაბი) და კიდევ სხვა უამრავი ტელენოველა. მაყურებელი ამბობს, რომ თუ სერიალში თამაშობს ნატაშა კლაუსი მხოლოდ მის გამოც კი ღირს ამ სერიალის ნახვა.
სწორედ ასე მოხდა 2007 წელს როდესაც ტელემუნდომ სერიალი "ზორო, დაშნა და ვარდი" გადაიღო, მთავარი როლის შემსრულებლის მარლენ ფაველათი უკმაყოფილო საზოგადოება ამბობდა, რომ სერიალს ნატაშა კლაუსის გამო უყურებდა.

Guest
Guest


Back to top Go down

Re: მსახიობების ბიოგრაფიები

Post by Guest on Fri Sep 17, 2010 12:54 am

ედიტ გონსალესის ბიოგრაფია



ედიტ გონსალეს ფუენტესი დაიბადა 1964 წლის 10 დეკემბერს (45წლის)
ედიტი პატარაობიდანვე დაკავშირებული იყო ხელოვნების სამყაროსთან. მონაწილეობდა სასკოლო სპექტაკლებში და საბავშვო გადაცემებში. ერთ–ერთ საბავშვო გადაცემაში ის ტელეპროდიუსერს მოეწონა და დიდ სერიალში ათამაშა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ედიტ გონსალესი ტელესერიალების სამყაროში მუდმივად რეიტინგული და პოპულარული მსახიობია.
ახლა მსახიობი დიდი სიფრთხილით ირჩევს როლებს. ცდილობს, საყვარელ ოჯახს მეტი დრო დაუთმოს. 2004 წელს მთავარი როლი ითამაშა სერიალში "გრძნობების გარეშე", მაგრამ ფილმის მიტოვება მალე მოუხდა, რადგან აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედ იყო. ედიტმა ბავშვის მამის ვინაობა საიდუმლოდ დატოვა. როლის თამაში კი სხვა მსახიობს მოუხდა.
2006 წელს ედიტმა თავისი პირველი უარყოფითი გმირი განასახიერა სერიალ "მკაცრ სამყაროში". 2008 წელს ერთ–ერთ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა – განაცხადა, რომ ბავშვის მამა პოლიტიკოსი სანტიაგო კრელია. ამ სკანდალური აღიარების შემდეგ ედიტმა მთავარი როლი მიიღო სერიალში "დონა ბარბარა".
"დონა ბარბარას" როლზე თავდაპირველად დამტკიცებული იყო, ასევე ცნობილი ვარსკვლავი გაბრიელა სპანიკი (გვადალუპე - გრძნიბათა ტყვეობაში (ტყვე ქალი), ვალერია - "ვნებათა მიწა")
მაგრამ გაბრიელა სპანიკის ფეთქებადი ხასიათის გამო გადაღებები ხშირად იშლებოდა, ამიტომ ტელემუნდო ინტერნავიონალმა სპანიკი კომპანიიდან გააგდო (დღეს სპანიკი სერიალ "შენი სიყვარულის მბრძანებელი" - ავსული ივანა დორანტეს როლს ასრულებს, სერიალს მექსიკური კომპანია ტელევისა იღებს), სპანიკის შემდეგ როლზე კატი ბარბერი დაამტკიცეს, რომელმაც საბოლოო ჯამში სერიალ "დონა ბარბარაში" დეიდა სესილიას როლი შეასრულა, დღეს კატი ბარბერი ტელემუნდოს სერიალში "ლამაზი გასაჭირი" სილვია ბარბოსას როლს თამაშობს, კატის ასევე შეთავაზება აქვს ასევე ტელემუნდოს სერიალში "კაზანოვა უსიყვარულოდ"... ახლა კი დავუბრუნდეთ ედიტს...
ბარბარას გადაღებისას აღმოჩნდა, რომ მის ქალიშვილს კონსტანსა კრეელს გულზე პრობლემები ჰქონდა ამიტომ რამდენმე დღიტ გადაღება შეწყდა, მაგრამ საბედნიეროდ პატარა კონი მალე გამოჯანმრთელდა და დღეს თავს უკეთ გრძნობს, ექიმების თქმით შესაძლოა 4წლის ბავშვს შეტევა გაუმეორდეს, ამიტომ ის მუდმივად დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ედიტ გონსალესის პირველად ტელეეკრანზე სერიალში "სახლი სანაპიროსთან" გამოჩნდა, მაგრამ სართაშორისო აღიარება სერიალმა "ველური გული" მოუტანა სადაც მას პარტნიორობას ედუარდო პალომო უწევს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიღუპა. მონიკას და ხუანის სასიყვარულო ისტორიამ საქართველოშიც შემოაღწია და ედიტ გონსალესი 1999 წლიდან ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალების ვარსკვლავი გახდა, ველური გულის შემდეგ იყო სერიალები: "სალომე", "ქალი მადერა", "მკაცრი სამყარო", "ქალის სიტყვა" და სხვა უამრავი ნოველა...
2008 წელს კი "დონა ბარბარას" შემდეგ მისი პოპულარობა ერთ-ორად გაიზარდა როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ასევე საქართველოშიც.
მისი ბოლო ტელენოველა 2009 წელს გადაღებული "ქამელეონია" - სადაც მთავარ როლს ასრულებს. ედიტი თამაშობს თეატრშიც და კინოშიც, თეატრში მისი ბოლო სპექტაკლი იყო: "ღამე მშვიდობისა დედა" ხოლო კინოში ბოლო როლი ფილმში "სასურველი", ედიტმა ასევე ითამაშა ფილმში "ქალბატონი სამართალი" სადაც მისი პარტნიორი ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ევა ლონგორია იყო.
რაც შეეხება ტელე შოუებს, უდიდესი გამოხმაურება მოიპოვა საქვეყნოდ ცნობილმა შოუმ "ქალი მკვლელები" სადაც ედიტი ეჭვიანი კლარა ფანტასის როლს ასრულებს.
2010 წელს ედიტ გონსალესს ჰქონდა შეთავაზებები სერიალებში - "ქალი მკვლელები" - მე3 სეზონი, "სამხრეთის დედოფალი" - ტელემუნდო, " პლიაჟი" - ტელემუნდო, "კაზანოვა უსიყვარულოდ" - ტელემუნდო, მაგრამ ამ შემოთავაზებებზე ედიტმა კონსტასა კრეელის (შვილი) გამო უარი თქვა და განაცხადა, რომ ახლა დროოა პატარა ტაიმ-აუტი აიღოს და დრო საკუთარ შვილს დაუთმოს, მისი როლი კი სამხრეთის დედოფალში - ქეით დელ კასტილიომ მიიღო ხოლო "კაზანოვა უსიყვარულოდ" ში მის როლზე ჯერ-ჯერობით კატი ბარბერი მოიაზრება.

Guest
Guest


Back to top Go down

Re: მსახიობების ბიოგრაფიები

Post by UnaGonzalita on Fri Sep 17, 2010 1:11 am

edis biografiahsi erts chavamateb, igi mocekvavecaa da am ganxritac aqtiurad mushaobs, igi meqsikashi dzalian popularuli gadacemis "bailando por un suenos" jiuris tavmjdomarea, am gadacemis sashualebit agmoachines umaravi dgeisatvis ukve cnobili msaxiobi, amave konkursit gaitqva saxeli marison agirem( christian meieris ex-meugle), aseve gabriel sotom, galilea montijom da sxva bevrma dgesdgeobit ukve wamyvanma tu msaxiobma.

UnaGonzalita

Posts : 937
Join date : 24.08.10
Age : 19

View user profile

Back to top Go down

Re: მსახიობების ბიოგრაფიები

Post by Guest on Fri Sep 17, 2010 6:58 pm

jacky&edith wrote:edis biografiahsi erts chavamateb, igi mocekvavecaa da am ganxritac aqtiurad mushaobs, igi meqsikashi dzalian popularuli gadacemis "bailando por un suenos" jiuris tavmjdomarea, am gadacemis sashualebit agmoachines umaravi dgeisatvis ukve cnobili msaxiobi, amave konkursit gaitqva saxeli marison agirem( christian meieris ex-meugle), aseve gabriel sotom, galilea montijom da sxva bevrma dgesdgeobit ukve wamyvanma tu msaxiobma.
es biografia me rom damewera amgas aravitar shemtxvevashi ar gamovtovebdi
sxva saitidan davakopire

Guest
Guest


Back to top Go down

Re: მსახიობების ბიოგრაფიები

Post by UnaGonzalita on Fri Sep 17, 2010 7:10 pm

caminhos das indias wrote:
jacky&edith wrote:edis biografiahsi erts chavamateb, igi mocekvavecaa da am ganxritac aqtiurad mushaobs, igi meqsikashi dzalian popularuli gadacemis "bailando por un suenos" jiuris tavmjdomarea, am gadacemis sashualebit agmoachines umaravi dgeisatvis ukve cnobili msaxiobi, amave konkursit gaitqva saxeli marison agirem( christian meieris ex-meugle), aseve gabriel sotom, galilea montijom da sxva bevrma dgesdgeobit ukve wamyvanma tu msaxiobma.
es biografia me rom damewera amgas aravitar shemtxvevashi ar gamovtovebdi
sxva saitidan davakopire
mivxvdii, me es bigrapiaa qartul wikipediashi maqvs wakitxuli

UnaGonzalita

Posts : 937
Join date : 24.08.10
Age : 19

View user profile

Back to top Go down

Re: მსახიობების ბიოგრაფიები

Post by Guest on Fri Sep 17, 2010 7:31 pm


Guest
Guest


Back to top Go down

Re: მსახიობების ბიოგრაფიები

Post by UnaGonzalita on Fri Sep 17, 2010 8:21 pm


UnaGonzalita

Posts : 937
Join date : 24.08.10
Age : 19

View user profile

Back to top Go down

Re: მსახიობების ბიოგრაფიები

Post by Sponsored content Today at 2:51 pm


Sponsored content


Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum